ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეთა მონატრება მათი პორტრეტების ხატვით გადმოსცა
30-04-2020

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა გიორგი არბოლიშვილმა მოსწავლეების მონატრება მათი პორტრეტების ხატვით გადმოსცა და ამით კოლეგებიც და მოსწავლეებიც გაახალისა.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთის N6 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

ნახატები გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ნახატები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203