
უკვე ორი თვეა, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მლეთის საჯარო სკოლაში დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ამ სიახლეს როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც ძალიან დადებითად შეხვდნენ.
„პედაგოგებმა შესასწავლ მასალასთან დაკავშირებით ინტერნეტ გაკვეთილებთან ერთად დაიწყეს იმ ინტერნეტ რესურსების მოძიება და მოსწავლეებისათვის გადაგზავნა, რასაც აქამდე არ იყენებდნენ, ამ სიახლეებს მოსწავლეებიც ინტერესით შეხვდნენ და დაიწყეს აქტიური მუშაობა, რამაც მეტად საინტერესო გახადა ახალი სამუშაო პროცესი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.