
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის.
„მასწავლებლები საკომუნიკაციოდ იყენებენ სხვადასხვა საშუალებას (teems, zoom, facebook, სატელეფონო საუბრებს) მშობლების გვერდში დგომით, მოსწავლეების ჩართულობით და მასწავლებლების მაღალი პასუხისმგებლობით სასწავლო პროცესი რეალობიდან გამომდინარე დადებითად შეიძლება შეფასდეს, რისთვისაც თითოეულ მშობელს, მოსწავლეს და მასწავლებელს უდიდეს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის.
იმედი გვაქვს, სულ მალე შევხვდებით საკლასო ოთახებში ერთმანეთს ჩვეულ რეჟიმში“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო