„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლემ, ბარბარე მარგიშვილმა ოჯახი izrune.ge-ს პირველი დიპლომით გაახარა
30-04-2020

გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

26 აპრილის შემაჯამებელი ტესტი მეორე კლასის მოსწავლე ბარბარე მარგიშვილმა წარმატებით გაიარა.

გაიცანით მარგიშვილების განსაკუთრებულად მზრუნველი ოჯახი. ბარბარე მარგიშვილი პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მეორე კლასის საამაყო წარმომადგენელია. შემაჯამებელი ტესტის დროს მზრუნველი დედა შვილს გვერდით მიუჯდა და თვალს ადევნებდა მის წარმატებას და განათლების დონეს. ბარბარემ ოჯახი პირველი დიპლომით გაახარა და ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

წარმატებებს ვუსურვებთ ბარბარეს!

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203