გაიცანით ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე თათია ძნელაძე რომელიც izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
30-04-2020

ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

გაგაცნობთ ბათუმის N30 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეს - თათია ძნელაძეს, რომელიც izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის. 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად მზრუნველ ოჯახებს ბედნიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, ოჯახთან ერთად თათიას განათლებაზე დამრიგებელი - ნესტან ბობოხიძე ზრუნავს.

„მე ვარ თათია ძნელაძე. მინდა გაგეცნოთ და მადლობა გითხრათ, ამ პროექტის შემქმნელებს, იმ სიხარულისთვის, რომელსაც მჩუქნით ყოველ ხუთშაბათს. მოუთმენლად ველოდები ახალ ტესტებს, რომ გამოვცადო ჩემი თავი, კიდევ ერთი გამარჯვებით გავახარო ჩემი ოჯახის წევრები და საყვარელი დამრიგებელი ნესტან ბობოხიძე.ჩემს წარმატებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით“,- ამბობს თათია.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203