გაიცანით თამარ და მარიამ ჭურკვეიძეები - ჩაქვის N1 სკოლის მოსწავლეები, რომელთაც izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარეს
30-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

გაიცანით, თამარ და მარიამ ჭურკვეიძეები და მათ განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველი დედა. წარმატებული მოსწავლეები  ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მეექვსე და მესამე კლასში სწავლობენ.

„ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს სულმოუთქმელად ველოდებით. განსაკუთრებით თვის ბოლო კვირა დღე გვიყვარს. ეს პროექტი ძალიან მოგვწონს. ის გვეხმარება სწავლის გაუმჯობესებაში. ვეცდებით ყურადღებით მოვეკიდოთ და შემდეგი თვის ტესტი უფრო წარმატებით გავიაროთ“,-აღნიშნავენ მოსწავლეები.

ჭურკვეიძეების ოჯახი უკვე მოემზადა 30 აპრილის „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტის დღისთვის.

თამარ და მარიამს წარმატებებს ვუსურვებთ!

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203