ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ საყვარელი სპექტაკლი - „ნატვრის ხე“ დადგა
30-04-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველანაირად ცდილობენ საინტერესო გახადონ მოსწავლეების ცხოვრება, რათა ნაკლებ მტკივნეული იყოს მათთვის შეზღუდვებით გამოწვეული მდგომარეობა.

განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით, რაშიც არა მარტო მოსწავლეები, მშობლებიც ჩაერთვნენ.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს - მარიამ გოგოხიას სპექტაკლს ფილმიდან „ნატვრის ხე“.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203