ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ვაგიფ გიულმამედოვი საინტერესო ონლაინ გაკვეთილებს ატარებს
30-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

მათ შორის რუსული ენის უფროსი მასწავლებელი ვაგიფ გიულმამედოვი მე-12 კლასში საინტერესო ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. მასწავლებელი მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსს აწვდის და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში ინტერესით არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203