წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილისთვის საინტერესო პრეზენტაციებს ამზადებენ
30-04-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში უკვე დიდი ხანია, რაც დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები მონდომებით არიან ჩართულნი ონლაინ გაკვეთილებში და საშინაო დავალებებსაც ინტერესით ასრულებენ.

მე-8 კლასის მოსწავლეები: ნინო ნიჟარაძე, ნინი კირთაძე, ლიზი გურეშუძე, ელენე ჭოლოკავა, ანასტასია ლობჟანიძე, თაზო ჩაკვეტაძე, ლიზი შუკაკიძე ინგლისური ენის გაკვეთილისთვის სისტემატიურად, დისტანციურად აგზავნიან ხვადასხვა რესურსის მასალებს.

მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.

მათ არც მე-9 კლასის მოსწავლეები ჩამორჩებიან, ლიზი ფრუიძე და ლიკა ზვიადაძე ინგლისურის დისტანციური გაკვეთილისთვის საინტერესო პრეზენტაციებს ამზადებენ. მათი მასწავლებელი იულია კუხალაშვილია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203