
ვანის მუნიციპალიტეტის, სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
გაიცანით, სალომინაოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე მარიამ სანიკიძე და მისი მზრუნველი ოჯახი.
მარიამ სანიკიძე წარმატებთ გაიარა izrune.ge -ს 26 აპრილის შემაჯამებელი ტესტი.
ოჯახმა მოგვწერა:
„მარიამ სანიკიძე I კლასის მოსწავლეა, რომელიც დიდი მოლოდინით ელოდება ტესტებს და ყოველი წარმატებული შედეგი მისთვის მოტივაციის ამაღლებისა და დიდი სიხარულის მომგვრელია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ზრუნავთ ბავშვების წარმატებულ მომავალზე“.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.