
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით არიან ჩართულნი. მათ შორისაა სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ელისო აბაშიძე, რომელმაც პანდემიის გამო შეცვლილ ცხოვრებას ვიდეო მიუძღვნა.
მოსწავლის პედაგოგი მარინა ჯინჭარაძე გახლავთ.