
თბილისის N45 საჯარო სკოლა XIბ კლასის მოსწავლე ლუკა ბალანჩივაძეს საგანმანათლებლო სპორტულ ვიქტორინაში გამარჯვებას ულოცავს.
საგანმანათლებლო სპორტული ვიქტორინას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის ატარებს.
23 აპრილს ჩატარებულ საგანმანათლებლო სპორტულ ვიქტორინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მათ შორისაა თბილისის N45 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლე ლუკა ბალანჩივაძე.
გამარჯვებული მოსწავლეების სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მოხდება.