„დარჩი სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის ჯანმრთელობას!“ - ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს
29-04-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოწოდებით - „დარჩი სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის ჯანმრთელობას!“ პლაკატები დაამზადეს.
მოსწავლეები საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.