„XXI საუკუნის გმირები“ -  ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექიმებს ნამუშევრები მიუძღვნეს
30-04-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექიმებს მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნეს.

„ქართული ენის ერთ-ერთი გაკვეთილის დავალების შეკითხვაზე - „გამოიგონე ახალი პერსონაჟი და დაწერე ახალი ამბავი“, პასუხად, მოსწავლეთა უმრავლესობამ დღევანდელი უანგაროდ თავდადებული გმირები გაიხსენა და აღარავის გამოგონება არ ისურვა...

„XXI საუკუნის გმირები“ -ასე უწოდეს ჩვენს საამაყო ექიმებს!!! მადლობა ჩემო პატარებო, გულწრფელობისთვის, შრომისთვის, მონდომებისთვის, მოთმინებისთვის... რამხელა სითბოს და სიყვარულს იტევს თურმე თქვენი პატარა გულები... სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებთ!!! P.S. ვსწავლობთ დისტანციურად, ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს!!!“,- აღნიშნავს პედაგოგი როენა გოგოლაძე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203