„რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა ბავშვებზე“ - ლედგებეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის ლიზი გუგუნავას ჩანაწერი
29-04-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე, ლიზი გუგუნავა პატარა ჩანახატს  - „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა ბავშვებზე“ გვიზიარებს.


„როცა კორონავირუსი მოვიდა. მე ძალიან შემეშინდა, ვინერვიულე საქართველოში არ მოსულიყო. სულ სახლში ვზივარ, არსად არ მივდივარ, მინდა რომ ყველა ჯანმრთელი ვიყოთ და ამ წელმა მშვიდობით ჩაიაროს. მინდა სკოლაში მალე წავიდეთ, ჩემი კლასელების და ჩემი მასწავლებლის ნახვა მინდა. მე მგონია, რომ ყველა ბავშვს ასე უნდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რომ დისტანციურად გვიტარებენ გაკვეთილებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს, ჩვენზე რომ ასე ზრუნავენ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“.

                                                                                                  ლედგებეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ლიზი გუგუნავა

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203