დისტანციურ სასწავლო პროცესში​ მოლაოღლის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული
29-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოლაოღლის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში.

მასწავლებლები, ძირითადად, იყენებენ „თიმსის“ პროგრამას. ბავშვებიც აქტიურად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში. მასწავლებლები ასევე იყენებენ დამატებით სოციალურ აპლიკაციებს და ყველგან, სადაც მოუხერხდებათ, აგზავნიან დავალებებს და ასე ეკონტაქტებიან ბავშვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203