
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის პედაგოგის თქმით, დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
„აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულნი არიან პროცესში - რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან.
და მაინც - „სკოლა, საკლასო ოთახი, თანაკლასელები და თანასკოლელები - აი, ყოველივე ის რაც ამ ორი თვის განმავლობაში მოგვენატრა, დაისადგურა სიჩუმემ სკოლის შენობაში და ეზოში. როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის" - ეს არის ის პატარა მესიჯი რომელსაც ხშირად ვღებულობ ჩემი მოსწავლეებიდან“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.