
თინათინ რევიშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ის აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
„ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს სიხარულით ელოდება თინათინ რევიშვილი და ყოველთვის ემოციურად და მონდომებით გადის „იზრუნეს“ ტესტებს“, - გვწერენ თინათინის განსაკუთრებულად მზრუნველი ოჯახის წევრები.
მოსწავლემ 26 აპრილის შემაჯამებელი ტესტში ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა, ახლა კი ემზადება შემდეგი ტესტისთვის.
30 აპრილს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათია“.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.