დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში მაჭატიის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე არის ჩართული
29-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

სკოლის პედაგოგის ვენერა მღებრიშვილის განცხადებით, მთელი სკოლა ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში.

„აბსოლუტურად ყველა ბავშვი ჩართულია სწავლების პროცესში, შედგენილია გაკვეთილების ცხრილი, გაკვეთილები მიმდინარეობს ცხრილის მიხედვით რომელიც 30-წუთიანია, მუშაობს ყველა, მასწავლებლები მოსწავლეებს აწვდიან დავალებებს“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203