
მარნეულის მუნიციპალიტეტის იმირის საჯარო სკოლა ჩართულია დისტანციურ სასწავლო პროცესში.
მასწავლებლები ხელმძღვანელობენ „თიმსის“ პროგრამით. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.