სპასოვკის N2 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
29-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

სკოლის პედაგოგის განცხადებით, სკოლა აქტიურად არის ჩართული ონლაინ სწავლებაში, მასწავლებლები და მოსწავლეები „თიმსის“ პროგრამას იყენებენ, ასევე მიმართავენ „მესენჯერს“, დამატებით სოციალურ აპლიკაციას და ტელესკოლასაც. მისი თქმით, თვითონ როგორც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ისურვებდა ეს საგანი ტელესკოლაში დაემატებინათ, ძალიან კარგად ისარგებლებდა და გამოიყენებდა როგორც დამატებით მასალას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203