ვარევანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
29-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვარევანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს. სასწავლო პროცესში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა ონლაინ რესურსი აქტიურად გამოიყენება. მასწავლებლები ცდილობენ დისტანციური სასწავლო პროცესი სხვადასხვა სასწავლო რესურსითა და სახალისო აქტივობებით გაამრავალფეროვნონ.

„მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ მძიმე ვითარებაში, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, სკოლებმა შეძლეს სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა.

დისტანციური სწავლების ფორმა საშუალებას გვაძლევს: თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან, მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს შემდგომში სასწავლო პროცესის განახლება. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში განათლების სისტემისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, შეძენილი ცოდნის გამეორება-განმტკიცება საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება.

ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულიად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება.

ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით: სატელეფონო კომუნიკაცია, ვიდეოზარები, ელექტრონული ფოსტა (email.mes.gov.ge, teams.microsoft.com , Microsoft office 365, viber, facebook). შექმნილია კლასების, პედაგოგების, კათედრებისა და მშობლების ჯგუფები. ყველა ჩართულია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა ონლაინ რესურსი აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ცდილობენ დისტანციური სასწავლო პროცესი სხვადასხვა სასწავლო რესურსითა და სახალისო აქტივობებით გაამრავალფეროვნონ და მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან და აქტიურობენ“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203