
აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზაოს საჯარო სკოლაში დისტანციური გაკვთილები აქტიურად ტარდება.
დირექტორის განცხადებით, სკოლა ჩართულია დისტანციურ სწავლებაში, მასწავლებლები, ძირითადად, იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, ასევე „მესენჯერს“ და edu.feed-ს. გარდა ამისა, მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტის ხარვეზი აქვთ, უკავშირდებიან ტელეფონით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.