
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.
სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლა ჩართულია ონლაინ სწავლებაში, სასწავლო პროცესი კარგად მიმდინარეობს, პედაგოგები და მოსწავლეები დამატებით იყენებენ WhatsApp-ს და „ფეისბუქის“ აპლიკაციას, მუშაობის პროცესში ყველა მასწავლებელი არის ჩართული.