დაბა ფასანაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს
29-04-2020

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ეს კარგად აქვს გაცნობიერებული დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ყოველი წლის 22 აპრილს აღნიშნავენ ღონისძიებებს გარემოს დაცვის მხარდასაჭერად.

მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, მოსწავლეებს ამ თარიღის აღნიშვნა არც წელს დავიწყებიათ. მათ თავიანთი პლაკატებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს მსოფლიოს, რომ დედამიწა განსაცდელშია და დაცვა და მოვლა სჭირდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203