განძის N1 საჯარო სკოლა​ სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
29-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლა​ სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

პედაგოგის განცხადებით, სკოლა დისტანციურ სწავლებაში აქტიურად არის ჩართული, მასწავლებლები და პედაგოგები იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, სასწავლო პროცესში ყველა ჩართულია და მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203