
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
შემაჯამებელ ტესტირებაში ანასტასია ცეცხლაძემ და ირაკლი ცეცხლაძემ მაღალი ქულები აიღეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.