ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
29-04-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მზევინარ დემეტრაშვილი) დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს. მესამეკლასელებმა ასევე სლოგანები შექმნეს. 

აღსანიშნავია, მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაში დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით არიან ჩართულნი.

„სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი თავიანთი ნამუშევრები და სლოგანები წარმოადგინეს. მიუხედავად დღევანდელი სასწავლო მდგომარეობისა, მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაში დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით არიან ჩართულნი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203