„კომპიუტერის ეკრანიდან ამხნევებს და ეფერება თავის მოსწავლეებს“ - თბილისის N39 სკოლის პედაგოგს მშობლები მადლობას უხდიან
29-04-2020

თბილისის N39 საჯარო სკოლის პედაგოგს მშობლები მადლობას უხდიან. როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის წერილშია აღნიშნული, დაწყებითი კლასის პედაგოგი ქეთევან გულიაშვილი პატარებისთვის დისტანციურ სასწავლო პროცესს საინტერესოდ და სახალისოდ წარმართავს.

„თბილისის N39 საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ქეთევან გულიაშვილს II4 კლასის მშობლების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის პარალელურად მან სწავლების ფერხულში ორიგინალურად ჩააბა თავისი მოსწავლეები. კლასი დაყო ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს 15 წუთიან გაკვეთილს ყოველდღე უტარებს, კომპიუტერის ეკრანიდან ამხნევებს და ეფერება თავის მოსწავლეებს.

როგორც ჩემი შვილი, ასევე მისი თანაკლასელები სულმოუთქმელად სიხარულით ელოდებიან დათქმული დროის მოსვლას, რათა დაიწყოს ონლაინ გაკვეთილი, დაინახონ მასწავლებელი და კლასელები.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ქეთევან მასწავლებლის მიერ კლასში შექმნილ საკლასო გარემოს და იდილიას არაფერი ჯობია“,-წერს მშობელი ეთიკო ბირკაძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203