გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ვებინარს დაესწრნენ
29-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით ​ ვებინარს დაესწრნენ. ​ვებინარის თემა იყო - „გარემო და საზოგადოება“.

ვებინარის ორგანიზატორი იყო სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ნათია დავითაია.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლები პროექტმა - „ნიკო კეცხოველის პრემია 2020-მა“ დაამეგობრა. ვებინარს უძღვებოდა გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელი - გვანცა მალანია, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრა, თუ რა ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსმა კლიმატის ცვლილებასა და გარემოზე; რა კავშირშია გლობალური დათბობა და კორონავირუსი და რა მნიშვნელობა აქვს სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203