პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს
29-04-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.


26 აპრილის შემაჯამებელ ტესტში ნინი ბიჭიაშვილმა ოქროს დიპლომი მოიპოვა. ვერცხლის დიპლომი კი 4-მა მოსწავლემ დაიმსახურა. ესენი არიან: გია ხოშაბაევი; ალექსანდრე აბრამიშვილი; ვახტანგი სუქიაშვილი და ბარბარე ხულელიძე. რაც შეეხება ბრინჯაოს დიპლომს, მისი მფლობელი გახდა ილია ხულელიძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203