კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, სალომე მაჭარაშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
26 აპრილის შემაჯამებელ ტესტში მე-6 კლასის მოსწავლე სალომე მაჭარაშვილმა ვერცხლის დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.