ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებს ხალისით გადიან
29-04-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მე-9 კლასის მოსწავლეები ლინდა შავაძე და ნინი ფუტკარაძე ყოველ შემაჯამებელ ტესტს მონდომებით ელოდებიან და ტესტირებაში ხალისით ერთვებიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203