თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები პანდემიასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ
08-05-2020

თბილისის N108 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საყოველთაო პანდემიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა მოისურვეს.

მოსწავლეებმა კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებას ჩანახატები მიუძღვნეს და ასევე მოამზადეს ვიდეორგოლი, სადაც ექიმების შრომა და ღვაწლი აღნიშნეს.

მათ კონსულტირებას უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თეა ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეოები







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203