ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მულკადარ გაჯიევი საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ ონლაინ გაკვეთილებს ატარებს 
29-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

ინგლისური ენის პედაგოგი მულკადარ გაჯიევი ​მე-5 კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. პედაგოგი მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსს აწვდის. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით არიან ჩართულნი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო დაწესებულებებში დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203