„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
29-04-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლა დისტანციურ გაკვეთილებს აქტიურად ატარებს.

მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, ხალისით ჩაერთვნენ „თიმსით“ სწავლების პროცესში. გარდა ამისა, მასწავლებლები აქტიურად იყენებენ sway პროგრამას. პედაგოგების შეფასებით, პროგრამა საინტერესო, მოსახერხებელი და მრავალფეროვანია. 

მოსწავლეებმა დისტანციურად აღნიშნეს 9 აპრილი და ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გაიხსენეს გმირები.

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები...“ - ასე, ახალი პროექტით (sway.office.com), დისტანციურად ხვდება და აღნიშნავს კურსების საჯარო სკოლა 9 აპრილს. ქართული ენა და ლიტერატურა (მასწავლებელი თამარ აბესაძე)"- წერს სკოლის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში და აქვე წარმოგვიდგენს მე-10 კლასის მოსწავლის ნანა კენჭაძის ნამუშევარს.

იხილეთ პრეზენტაცია 1

იხილეთ პრეზენტაცია 2

იხილეთ პრეზენტაცია 3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203