მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით გადიან და მაღალ ქულასაც იღებენ.
izrune.ge -ს 26 აპრილის შემაჯამებელ ტესტში ცოტნე მელიქიძემ ოქროს დიპლომი დაიმსახურა, ხოლო ბარბარე ბარძიმაძე და ცოტნე ნებაძემ ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.