ლიის თემის N1 სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევაში ჩაებნენ და სპექტაკლი გაითამაშეს
29-04-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველანაირად ცდილობენ საინტერესო გახადონ მოსწავლეების ცხოვრება, რათა ნაკლებ მტკივნეული იყოს მათთვის შეზღუდვებით გამოწვეული მდგომარეობა.

მეტად სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც, ერთი მსახიობის თეატრის სახით, რაშიც არა მარტო მოსწავლეები, მშობლებიც ჩაერთვნენ.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს, რომელშიც 1-ლი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა ვანო და ლუკა გერგედავებმა დედასთან ერთად ჩაწერეს. ვიდეო გადაღებულია კომბლეს ზღაპრის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203