
მცხეთის N2 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება სახალისოდ მიმდინარეობს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვებიან.
პატარებმა მოამზადეს ვიდეო, სადაც საყვარელი წიგნის პერსონაჟების შესახებ გვესაუბრებიან.
კლასის ხელმძღვანელი ჟანა ქობალია გახლავთ.
მოსწავლეებმა ვიდეორგოლი წიგნის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.
იხილეთ ვიდეო