ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 12 ოქროს, 7 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს დიპლომი მოიპოვეს
29-04-2020
ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით გადიან და მაღალ ქულასაც იღებენ.

izrune.ge-ს 26 აპრილის შემაჯამებელ ტესტში 12-მა მოსწავლემ ოქროს დიპლომი დაიმსახურა, 7-მა ვერცხლის, ხოლო 4-მა მოსწავლემ ბრინჯაოს დიპლომი მოიპოვა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203