„სხვა სამყარო ჩემი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონკურსოდ მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
29-04-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა: ზურა ჯოხაძემ, ლევან ელბაქიძემ და ზაურ კუჭუხიძემ თავიანთი ნახატები წარმოადგინეს, რომელიც ქართულ ენაში შესწავლილი მასალის მიხედვით დახატეს.

გარდა ამისა, პირველკლასელმა მარიამ ფანცხავამ კონკურსის ნომინაციის "ხელმარჯვე ოსტატი" შესაბამისად, არაჩვეულებრივი ნამუშევარი შექმნა. მისი კლასის ხელმძღვანელი თინათინ ნაცვლიშვილია.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ნახატები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203