
„დარჩი სახლში, ვისწავლოთ დისტანციურად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის ჯანმრთელობას!“ - ამ მოწოდებით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ პლაკატი დაამზადა.
მოსწავლე თანატოლებს, კორონავირუსისი გამო შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
მოსწავლის პედაგოგი მზია კეკელიძე გახალვთ.
აღსანიშნავია, რომ ფურტიოს საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.