
ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები ყოველ ტესტირების დღეს დიდი მოლოდინით ელოდებიან. მათ ასევე არ ავიწყდებათ შემაჯამებელ ტესტირებაში ჩართვა და ხშირად მაღალ ქულებსაც იმსახურებენ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.