„ყველამ ვიგრძენით მონატრება ყველაფრის და ყველა ფერის“ - მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
28-04-2020

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთი დანელია გვიზიარებს, თუ რაზე დააფიქრა თვითიზოლაციის პერიოდმა. მოსწავლის ჩანახატი საინტერესო და დამაფიქრებელია.

მონატრების ერთი თვე რა გვასწავლა სიჩუმემ

რა არის სიჩუმე და რა მონატრება და საერთოდ რა არის სიჩუმის მონატრება? ეს სიტყვები ბოლო ერთ თვემდე მხოლოდ რიტორიკულ ხასიათს ატარებდა და ზუსტად ამ სიტყვების ჭეშმარიტება დამანახა ამ ერთმა თვემ.

ყველა ამბობს, რომ ამ იზოლაციის შემდეგ ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემში არადამაჯერებლობას იწვევს. სამყარო ერთფეროვანია, ჩვენი სამყარო ერთი თვის წინაც ერთფეროვანი იყო, ახლაც და მომავალშიც ნუ გვექნება უსასრულო მოლოდინი. ერთფეროვან ცხოვრებას ჩვენ თვითონ ვქმნით, მთავარია ყველაფერი სწორად დავალაგოთ, რომ დღევანდელობა შეგვიყვარდეს და ზუსტად ამ ერთფეროვნების დაგეგმვის თვე გახდა ეს „მონატრების ერთი თვე“.

არ მეგონა, რომ სიჩუმე შეძლებდა ჩემს დაფიქრებას. გამაოცა მისმა შესაძლებლობებმა, თუ რაოდენ ამაღელვებელია გეშინოდეს ხვალინდელი დღის. და მაინც ყველამ ვიგრძენით მონატრება. მონატრება ყველაფრის და ყველა ფერის. ყველაფერს უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცა, მაგრამ მაშინებს, რომ ესეც დროებითია.

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთი დანელია
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203