ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
28-04-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. მათგან ანდრია ნიგურიანმა უმაღლესი ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203