წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
28-04-2020

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა - მარიამ კალანდიამ და ლიკა კალანდიამ მაღალი ქულები მოიპოვეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203