„ჩვენ და ჰიგიენა“ - ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები განახორციელეს
28-04-2020
ბათუმის N18 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლა სახალისოდ მიმდინარეობს.
მოსწავლეებმა თემის - „ჩვენ და ჰიგიენა“ ფარგლებში მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.