ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
28-04-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლა დაწყებითი სკოლაა, სკოლაში სულ 4 მოსწავლე სწავლობს. ისინი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

26 აპრილს, თვის შემაჯამებელ ტესტში ლუკა და მათე მოისწრაფიშვილებმა ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203