საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ექიმების მიმართ მადლიერება ნახატებით გამოხატეს
28-04-2020

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმში სხვადასხვა საინტერესო და კრეატიულ ღონისძიებას ახორციელებს.

განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც საინტერესო ნახატები შექმნეს ქართველი ექიმების მხარდასაჭერად და ასე გამოხატეს მადლიერება ჩვენი ექიმების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203