ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ქეთევან შანიძე საინტერესო და მრავალფეროვან დისტანციურ გაკვეთილებს ატარებს
28-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებლი ქეთევან შანიძე მე-9 კლასში ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ატარებს. მასწავლებელი ცდილობს დისტანციური სასწავლო პროცესი სხვადასხვა სასწავლო რესურსით და სახალისო აქტივობებით გაამრავალფეროვნოს. მოსწავლეები პედაგოგის დისტანციურ გაკვეთილებში ხალისით ერთვებიან და აქტიურობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო დაწესებულებებში დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203